დირექტორმა მეცხრე კლასელი სცემა (video)
2017-11-27 18:05:16
სიაში

სოფელ ყარაჯალას სკოლაში დირექტორმა მე-9 კლასის მოზარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს  მანდატურები შეესწრნენ, რომლებმაც დარღვევის აღრიცხვის ფურცელი შეადგინეს. ფაქტი დააფიქსირა ვიდეო კამერებმაც.

„ინფო რუსთავი" მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მანდატურების მიერ შედგენილი ე.წ ოქმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით კი, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესუსრს ცენტრის ხელმძღვანელმა „ინფო რუსთავთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრძანაება სამინისტროდან დაახლოებით ორი კვირის წინ მივიდა. ბრძანების საფუძველზე იმრან საფაროვი 35 წლიანი  სტაჟის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. -დეტალები ნახეთ ვიდეოში. ნახეთ ვიდეო.