როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში საახალწლო არდადეგები.

2016-12-09 15:30:29

რუსთავის ბაღებსა და სკოლებში საახალწლო არდადეგები თვის ბოლოს დაიწყება. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, 30 დეკემბრიდან 9 იანვრამდე შეწყდება, 9 იანვრიდან 16 იანვრამდე კი თავისუფალი დასწრება გამოცხადდება. რაც შეეხება სკოლებს, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.