რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟიც.