იცოდი? - რომ თითქმის 80 წლის წინ რუსთავში მტკვარი სხვა კალაპოტში მოედინებოდა.
რუსთავის მტკვრის კალაპოტის შეცვლა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ქალაქის ხელახალ დაბადებას უკავშირდება.
გენგეგმაზე მუშაობის დროს განისაზღვრა, რომ რუსთავში რეკრეაციული სივრცე უნდა ყოფილიყო, რომელიც მტკვრის ხეობაში გაკეთდებოდა.
ჯერ კიდევ თითქმის 80 წლის წინ მტკვარი არა ტბის და პარკის გვერდზე, არამედ მათ ადგილზე ჩამოედინებოდა.
უძველესი დროიდან მდ. მტკვარი რუსთავის დედაციხეს დასავლეთ ზღუდის ძირში გადიოდა, ხოლო რუსთავის არხი, ე.წ. მარის არხი ციხე-სიმაგრეს აღმოსავლეთიდან მოუყვებოდა.
ასევე არხით იყო შემოზღუდული ციხის ჩრდილოეთის ზღუდე-ბურჯები.
ამგვარად, რუსთავის ციტადელი სამი მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული, რაც მის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებდა.
მას შემდეგ კი რაც 40-იან წლებში ქალაქის მშენებლობა დაიწყო, მტკვრის კალაპოტი შეცვალეს და მდინარე უფრო იაღლუჯის ფერდობისკენ "გადააგდეს".
ძველი კალაპოტის ადგილზე კი ხელოვნური ტბა და ქვესადგური გააკეთეს.