როგორ ამოავსეს გზაზე არსებული ორმოები (ფოტო)

2017-10-17 11:32:25

ფალიაშვილის 4 ნომერში გზის ორმოები ხრეშით ამოავსეს. ამის ამსახველი ფოტო "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მერიას სამუშაოები არ ჩაუტარებია და, სავარაუდოდ, გზაზე არსებული ორმოები მოსახლეობამ თვითნებურად ამოავსო.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკო ნავროზაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა , სამუშაო ჯგუფი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.