არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი XIX მიკრო-რაიონში დაახლოებით 20 საათზე დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით 12 წლის გოგონას სადარბაზოში 40 წლამდე მამაკაცი შეხვდა. მამაკაცმა მცირეწლოვანს პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. "ინფო რუსთავთან" მეზობლები აცხადებენ რომ სარდაფიდან ბავშვის ყვირილი შემოესმათ და დასახმარებლად მივიდნენ რა დროსაც მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მოზარდის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ იყო. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც არასრულწლოვნის ცემას გულისხმობს." ნახეთ ვიდეო.