"ჩვენს ქალაქს შეემატა კიდევ ერთი გამწვანებული სივრცე" [photo]

2022-06-21 22:21:37

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში ახალი მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა.

ახალი სკვერი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთაველმა დეპუტატებმა, ლექსო დალაქიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაათვალიერეს.

რეკრეაციულ სივრცეში მოწყობილია საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონები.  სკვერში დაირგო 206 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეც.

"ჩვენს ქალაქს შეემატა კიდევ ერთი გამწვანებული სივრცე. მინდა გითხრათ, რომ აქ არაფერი არ იყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვიყავით. მოსახლეობის თხოვნითა და მოთხოვნით, რომ მათაც სჭირდებოდათ სივრცე, სადაც დაისვენებდნენ, განიტვირთებოდნენ, ივარჯიშებდნენ, იმიტომ რომ სპორტული სივრცეც გვაქვს, სწორედ მათი მოთხოვნითა და ჩართულობით შევძელით ძალიან მცირე პერიოდში და ეს ლამაზი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ახალი სკვერი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის იქნება.

დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 224 439 ლარი დაიხარჯა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები