გაფუჭებული ხაჭო მაღაზიაში (ფოტო)

2017-08-04 21:26:07

გაფუჭებული ხაჭო ერთ-ერთ ბრენდულ სუპერმარკეტში მაღაზიის მომხმარებელმა შეიძინა, სახლში მისულმა კი აღმოაჩინა რომ ხაჭო გაფუჭებული იყო. მიუხედავად იმისა რომ ხაჭოს შეფუთვაზე პროდუქტის მოხმარების ვადა ჯერ არ არის გასული, ის საჭმელად მაინც უვარგისია. ფოტო და ინფორმაცია "ინფო რუსთავს" თავად მაღაზიის მომხმარებელმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს რომ - "რომ ვნახე გაფუჭებული ხაჭო გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი მაღაზიაში და მენეჯერისთვის მეცნობებინა. უკან მისულს მენეჯერმა პროდუქტის სხვა კოლოფით შეცვლა შემომთავაზა".