შიშველი მამაკაცი დააკავეს (ფოტოები)

2017-08-04 12:15:47

განმუხურში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე შიშველი მამაკაცი დააკავეს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებოდა. 

მას სამართალდამცავებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა. პოლიციელების მოთხოვნას ახალგაზრდა არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ბორკილები დაადეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი