ქართველის და რუსის ჭიდაობა ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო).

2016-11-21 11:48:16

19 ნოემბერს "ევროპის ერთა თასზე" ქართველი და რუსი მოჭიდავის შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა ჭიდაობის დროს იჩხუბეს, რის გამოც ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.