80 წლის პენსიონერი გაძარცვეს (ვიდეო).
2016-11-16 18:43:32
სიაში

ყაჩაღობა რუსთავში. 80 წლამდე ქალბატონი კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმა პირმა დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ბანკში კუთვნილი პენსიისა და დანაზოგის ასაღებად მივიდა, რა დროსაც მას ორი მამაკაცი აედევნა. ქალბატონი მოგვიანებბით მაღაზია „ათინათში“ შევიდა, დამნაშავეები კი მას გარეთ ელოდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვეცვა დაზარალებულის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. დამნეშავეებმა მას ჩანთიდა 3000 ლარი ამოაცალეს და მიიმალნენ.