"ღადაობთ მართლა თუ რა უბედურებაა?" (ფოტო)

2017-05-09 11:24:49

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების გვერდზე 9 საათის წინ დაიდო განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იყიდება "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი. განცხადებას სხვადასხვა შინაარსის გამოხმაურება მოჰყვა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ - "ეს არის გაუგებრობა, არანაირ მანქანას არავინ არ ყიდის, განცხადებას აუცილებლად წავშლით.

განცხადების შეუსაბამო გვერდზე გავრცელებას გაუგებრობას უწოდებს ავტომობილის მეპატრონეც, მისი თქმით, ის რუსთაველი არ არის და შესაბამისად არანაირი კავშირი არ აქვს თვითმმართველობასთან. ამ მომენტისთვის გვერდიდან ავტომობილის გაყიდვის განცხადება უკვე წაშლილია.