მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. [ვიდეო/video]
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს სკოლადამთავრებულებს სხვანაირად მოუწიათ ბოლო ზარის აღნიშვნა.
რუსთავის სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ვერ დაირეკა, თუმცა მოსწავლეების ნაწილისთვის ეს დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენდა.
ინფო რუსთავმა კურსდამთავრებულები ქალაქის სხვადასხვა ადგილზე შეამჩნია და მათთან გასაუბრება სცადა. ყოფილი მეთორმეტე კლასელები აცხადებენ რომ, მათ ბოლო ზარისთვის შეკრება და ამ დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
თანაკლასელებმა ერთმანეთს სკოლის დამთავრება მიულოცეს და თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს.
ნაწილმა ეს დღე სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად ონლაინ ჩართვით აღნიშნა.
სკოლის დამთავრება მოსწავლეებს განათლების მინისტრმაც მიულოცა და წერილობითი განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა და ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.