ქართველი მოჭადრაკის წარმატება.

2017-04-22 19:48:47

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ნანა ძაგანიძემ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭადრაკისთვის გადამწყვეტი მე-10 ტური იყო, რომელშიც მან პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა და მთავარ კონკურენტს რუს მოჭადრაკე ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.