10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის.

2017-04-19 19:05:09

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 30%-ით, იმპორტი კი 15%-ით გაიზარდა.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი შემდეგია:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 17% ; ფეროშენადნობები - 14% ; მსუბუქი ავტომობილები - 6% ; ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5,4% ; სამკურნალო საშუალებები - 5,3% ; სპირტიანი სასმელები - 4% ; მინერალური წყლები - 3,9% ; აზოტოვანი სასუქები - 3,5% ; ოქრო - 3% ; თხილი და სხვა კაკალი - 3%

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან და პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი. თურქედიდან საქართველოში კი სამკურნალო საშუალებები, მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი და მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან შემოდის.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები და თხილი და კაკალი. რუსეთიდან საქართველოში კი ძირითადად შემდეგი პროდუქცია შემოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები,ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, სატელეფონო აპარატები ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის.

საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, კარტოფილი, ფეროშენადნობები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან. აზერბაიჯანიდან საქართველოში კი შემდეგი დასახელების საქონელი შემოდის: ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ელექტროენერგია, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები და სატკეპნი მანქანები, ასევეე თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინიფორმაციაში, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი,რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი დაიტალია დასახელდა.