რა ხდებოდა დიდ დიღომში სასაფლაოზე (ფოტო).

2017-04-17 22:02:10

"ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველი შეეხმიანა და ფოტო მიაწოდა, რომელშიც ჩანს ერთ-ერთი სასაფლაო სადაც უფროსებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან, სასაფლაოს სიახლოვეს კი დაკლული ცხვრების თავები ყრია. პირმა რომელმაც ფოტო მოგვაწოდა ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ - "ფოტო დიდ დიღომში, ამერიკულ სოფელთან რომ სასაფლაოა იქ გადავიღე. მეტი სურათი ვერ გადავიღე რადგან ვინც დაყარა რომ დამინახა ძალიან გაბრაზდა და ჩხუბი დამიწყო. მე წამოვედი და ქეიფი გააგრძელეს".