"ვადაზე ადრე გამოსული პური".

2017-04-12 21:49:34

დღეს "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველი შეეხმიანა და საინტერესო ფოტო მიაწოდა. მისი თქმით მან ერთერთ სუპერმარკეტში შეიძინა პური რომელიც ვადის მიხედვით ჯერ გამომცხვარი არ უნდა იყოს. შეგახსენებთ რომ დღეს 12 აპრილია პურის ეტიკეტზე კი გარკვევით წერია რომ პური 13 აპრილს გამოვიდა და შენახვის ვადა 18 აპრილამდე არის.

"ინფო რუსთავი" კომპანია "ლიტვურ საცხობს" დაუკავშირდა სადაც განუცხადეს რომ - "ეტიკეტზე თარიღის დასმა მექანიკურად ანუ ხელით ხდება, ჩვენთან გადაფუთვის დროს ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული და ხდება ხოლმე მასეთი შემთხვევა, ანუ შეცდომაა. 12-ის ნაცვლად შეიძლება 13 დაარტყეს, თუმცა სრულ პარტიაზე არ იქნება მასე, შესაძლოა რამდენიმე პურზე შეეშალა".