რა სიურპრიზი დახვდათ ვილნიუსში ჩასულ ქართველებს.

2017-03-29 14:40:53

ლიტვის დედაქალაქის, ვილნიუსის, მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელითაც ქართველებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს. ფოტოებზე ჩანს, რომ ლიტვის დედაქალაქში ჩასულ ქართველებს  ქართულ-ინგლისური წარწერიიანი ბანერით დახვდნენ. "გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი შევიდა ძალაში და ქართველებს ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში გადაადგილება. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან სტუმრები ჩამოვლენ, სადაც მათ სიურპრიზი ელით." -წერს სოციალურ ქსელში რემიგიუს შიმაშიუსი.