პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

2017-03-21 13:29:20

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას  ბაირამობის  დღესასწაული მიულოცეს.
პრეზიდენტი მარნეულში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და  ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერა. მარნეულში პრეზიდენტმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილტან ერთად  თანამედროვე სტილის ბიბლიოთეკაც გახსნა. ამ დროისთვის ნოვრუს ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად კონცერტი მიმდინარეობს.