ალექსანდრე ჯეჯელავამ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

2017-03-20 16:47:07

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარნეულის მუნიციპაილიტეტს სტუმრობდა. მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა #2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ნოვრუს ბაირამობის დღესასწაული მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა დღესასწაულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.