რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი.

2017-03-18 18:22:07

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის თებერვლის მონაცემებს ასახავს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 248.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით (14.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ყვეაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

რუსეთი - 30.3 მლნ აშშ დოლარი)

აშშ - 10.2 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 10.1 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 9.9 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 7.6 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 7.6 მლნ აშშ დოლარი

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ მთლიანობაში 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის თებერვალში კი აღნიშნული მჩვენებელი 15.7 მლნ აშშ დოლარს (39.0 მლნ ლარს) შეადგენდა.