28 წლის ქალი სარფის საბაჟოზე ჩემოდანში ნახეს.

2017-02-21 11:24:37

28 წლის ქართველი ქალი თურქეთის საზღვის გადალახვას საბარგო ჩანთით ცდილობდა. როგორც თურქული მედია იტყობინება გუშინ სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე 2 ქართველი დააკავეს. ხოფაში გადასულ მამაკაცს, ართვინის პროვინციის პოლიციელებმა ჩანთის გახსნა და ბარგის შემოწმება მოსთხოვეს. აღმოჩნდა რომ ჩემოდანში, რომელიც მამაკაცს საზღვარზე გადაჰქონდა, 28 წლის საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. დაკითხვისას გაირკვა რომ ქალბატონი რომელიც საზღვრის უკანონოდ გადალახვას ცდილობდა 3 თვის წინ თურქეთიდან დეპორტირებული იყო. წყვილი გადაიყვანეს პოლიციის იზოლატორში და მიმდინარეობს გამოძიება. მსგავსი შემთხვევა ართვინის უშიშროების სამსახურმა ამავე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სამი დღით წინაც დააფიქსირა.