მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება.

2017-02-19 14:34:21

ახლო მომავალში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში ჩატარდება. ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა. ამჟამად მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების პროცესზე გადასასვლელად სხვადასხვა შეხვედრა იმართება და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი სტუმრებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში ახლო მომავალში მოხდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაცაა.