ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

2018-08-21 20:31:20

ავტოსაგზაო შემთხვევა ამბროლაური-ჭრებალოს გზატკეცილზე.

სოფელ სადმელში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათი ასაკი 25 წელს არ აღემატებოდა.

არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. თავდაპირველად ტროტუარზე ავარდა, შეეჯახა რკინის ბოძს, ბოლოს კი ერთერთი სახლის ეზო შეანგრია და კაკლის ხეს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.