ყავის სახლი გაქურდეს [video]

2018-08-21 12:22:09

თბილისში არასრულწლოვნებმა ყავის სახლი Dom Kofe-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

სოციალურ ქსელში ყავის სახლის უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი სავარაუდოდ, არასრულწლოვანი პირი ჩანს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილნი არიან ქურდობაში მონაწილე არასრულწლოვნები.  ნახეთ ვიდეო