ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-07-16 12:33:44

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა. არსებული ინფორმაციით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მათი ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია საავადმყოფოში, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

შსს-ში, „ინფო რუსთავს“ განუცხადეს,რომ  გამოძიება მიმდინარეობს სსკ  276-ე მუხლის  პირველი და მე-5 ნაწილით.