რატი გაჩეჩელაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
2017-01-09 22:12:35
სიაში

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის 5000 ლარიან გარაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, 10 000 ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სხდომის დასრულების შემდეგ რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია სწრაფად დატოვა. წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.