ოჯახი არასრულწლოვან დებს ეძებს

2018-04-21 11:45:26

გორში უკვე მეცხრე დღეა ორ არასრულწლოვან დას ეძებენ. 12 აპრილს 16 წლის მარიამ და 17 ანა მეგრელიშვილები სკოლაში ერთად წავიდნენ და სახლში აღარ დაბრუნებულან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ოჯახი საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს: 579 06 04 89; 589 92 27 62.