სუიციდის ფაქტი

2018-04-20 17:46:32

ვარკეთილში 35 წლამდე მამაკაცმა სადარბაზოში თავი ჩამოიხჩო. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ტელეფონით ცოლს ეკამათა შემდეგ კი თავი მოიკლა. როგორც გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს - "სიკვდილამდე მამაკაცი აქ, ახლობელთან იყო, სვამდნენ, შემდგომ ცოლს დაურეკა და უთხრა, 10 წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებაო? მერე გარეთ გამოვიდა და ცოტა ხანში ეს საშინელება ჩაიდინა"

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.