ვინ და რატომ იპარავს კატალიზატორს
2018-03-12 22:31:57
სიაში

თბილისში ბოლო პერიოდში მანქანების კატალიზატორების ქურდობის ფაქტები გახშირდა. კონკრეტულად საუბარია "ტიოტა"-ს მარკის "პრიუსი"-ს მოდელებზე. ავტომფლობელები სოციალურ ქსელში წერენ რომ დილით მათ საკუთარ მანქანებზე კატალიზატორი მოპარული ხვდებათ. მძღოლების ნაწილი ვარაუდობს რომ რადგან "პრიუსი" მსუბუქი ავტომობილია მას 2 ადამიანი ადვილად წევს ზევით რამდენიმე სანტიმეტრით, ხოლო მესამე კი კატალიზატორს შესაბამისი ხელსაწყოებით ხსნის. არსებულ ფაქტებზე შსს-მ რეაგირება მოახდინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს. გამოვლინდა თუ არა მსგავსი ფაქტები რუსთავში უცნობია.

აღსანიშნავია რომ ამ მოდელის კატალიზატორი მეორადი ავტონაწილების ბაზარზე 600-დან 800 ლარამდე ღირს.

კატალიზატორი არის მოწყობილობა, რომელიც მანქანაში ძრავსა და მაყუჩს შორის არის დამონტაჟებული. როდესაც საწვავის გარკვეული ნაწილაკები ბოლოდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფქრვევა. კატალიზატორი კი მათ ფილტრაციას ახდენს, განმეორებითი დაწვის შედეგად, ამ ნაწილაკებს აგრეგატი თვითონ წვავს. ავტომობილები, რომლებსაც კატალიზატორი არ აქვთ, სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ვერ გავლიან და მის მფლობელებს აუცილებლად მოუწევთ ამ ნაწილის შეძენა.