სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
2017-10-12 14:51:32
სიაში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზი, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაჟა გენგაშვილმა გახსნეს.

ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 458 180 ლარი გამოიყო. დარბაზში მოეწყო გასახდელები, საშხაპეები და სავარჯიშო დარბაზი. ტრიბუნა კი 200 მაყურებელზეა გათვლილი. ნახეთ ვიდეო.