საშიშია თუ არა ფაროსანა
2017-10-11 14:49:50
სიაში

თუ ადამიანი ალერგიული არ არის, აზიურ ფაროსანასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძის განმარტებით, ფაროსანა არ იკბინება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

"
ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და .. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს, რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება გაზაფხულზე