22 წლის მამაკაცი იპოვეს

2017-08-17 16:24:04

22 წლის ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ იპოვა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა პერტაია, ავრცელებს. "დაკარგული ლევან მ. პოლიციამ ურეკში იპოვა და ის თავს კარგად გრძნობს" - აცხადებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თეა პერტაია.

შეგახსენებთ, ლევან მამაგეიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან გაუჩინარდა, ოჯახის ინფორმაციით, მას თან 23 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა.