მკვლელობა თბილისში

2017-08-16 20:11:05

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე, 47 წლის მამაკაცი მოკლეს. გავცელებული ინფორმაციით მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ცეცხლი ფეხით მოსიარულეს გაუხსნა. მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, დანაშაულის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.