"ბავშვი ხეივანმა გადაარჩინა" (ფოტოები)

2017-07-22 14:52:40

გორში, სტალინის ქუჩაზე, მესამე საართულის ფანჯრიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით ბავშვი კორპუსის წინ მდებარე ხეივანზე დაეცა და შემდეგ ძირს ჩამოვარდა. როგორც ექიმები ამბობენ ბავშვს მცირედი მოტეხილობები აღენიშნება და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიიყვანენ. შსს-ს განცხადებით საქმეზე გამოძიება  124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით მიყენებას.

წყარო: qartli.ge