როდის გადაეცემათ მედლები კურსდამთავრებულებს

2017-05-28 12:58:58

2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები 10 დღეში გადაეცემათ. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს სამსახურმა განუცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, მედელები უკვე დაბეჭდილია და მას ორივე სასწავლო წლის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლები ერთად მიღებენ .
შეგახსენებთ, რუსთავში 2015-16 სასწავლო წლებში 59 მედალოსანია. იხილეთ სია სკოლების მიხედვით.