გოგონა სახურავზე "სელფის" გადასაღებად იყო ასული.

2017-04-24 11:20:45

საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი, 13 წლის გოგო, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, სახურავზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული. ინფორმაციას დაღუპულის მეზობლები ავრცელებენ, მათი თქმით, კორპუსის სახურავზე ასვლა ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ გოგოები კორპუსის სახურავზე ფოტოების გადასაღებად ხშირად ადიოდნენ.   

უბედური შემთხვევა 23 აპრისლ ვაზისუბანში მოხდა.