მიწისძვრა წალკაში.

2017-03-24 10:20:21

დილით 5:25 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თბილსიდან 60 კილომეტრში, სოფელ ფარავანთან ახლოს იყო, ქალაქ წალკიდან 15 კილომეტრში. მას მალევე მოყვა ორი განმეორებითი, შედარებით უფრო სუსტი ბიძგი. ბიძგების სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.