ავარია მაგისტრალზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ჯიპი დაეჯახა (ვიდეო).

2017-02-21 19:32:56

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაახლოებით 18 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ბე ემ ვე"-ს მარკის ჯიპი დაეჯახნენ. მიკროავტობუსი ჯიპთან შეჯახების შემდეგ განათების ბოძს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხევვის დროს "ყვითელ" მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ თუმცა ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.