ავარია ცენტრალურ ხიდზე (ვიდეო).

2017-02-18 23:32:59

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ხიდზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოუცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.