ბოძებისა და მოაჯირის შეღებვა მიმდინარეობს

2018-08-21 17:55:13

ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებისა და ხიდის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.

შეღებვის სამუშაოების პროცესი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ააიპ რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ მოინახულეს.

გარე განათების ბოძების შეღებვის პროცესი გმირთა მემორიალიდან კოსტავას ქუჩამდე მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბრისას გიორგი გოროზია აცხადებს, მსგავსი სამუშაოები მომავალში სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" აწარმოებს.