როდის აღდგება წყლის მიწოდება
2018-08-10 10:57:05
სიაში

კომპანია "რუსთავის წყალმა" მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაასრულა.

რეაბილიტაციის ფარგლებში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ რუსთავის მკვებავი წყალმომარაგების 1 კმ სიგრძის მაგისტრალური მილი შეიცვალა. პარალელურად, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის შესაბამისი 15 ურდული დამონტაჟდა.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი იყო მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს და ქალაქ გარდაბანს წყლის მიწოდება შეეზღუდა და წყალმომარაგება 11 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე აღდგება.

აღნიშნულ პერიოდში ქალაქის ოთხ სხვადახვა წერტილში მობილიზებული იქნება წყლის ცისტერნები.