საკრებულოს სხდომა გაიმართა
2018-08-09 19:12:55
სიაში

რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით განსახილველი იყო 11 საკითხი, მათ შორის კი ერთ-ერთი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციებს შეეხებოდა.

ცვლილება მდგომარეობს შემდეგში - ცენტრალურ ქუჩებზე როგორიცაა შარტავა, მეგობრობა, კოსტავა განათების ბოძებსა და ფასადებზე აიკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. სწორედ ამიტომ ქალაქში  სპეციალური ბანერები განთავსდება, რომელზეც შესაბამის პარტიებს შეეძლებათ განათავსონ არჩევნების დროს სააგიტაციო მასალები.
“11 საკითხი იქნა ჩვენს მიერ განხილული. ძირითადად იყო ქონების საკითხები, ვადების გაგრძელება, ხელშეკრულების დადასტურებები, თუმცა გამოვყოფდი საარჩევნო რეგულაციას, რომელიც გულისხმობს ცენტრალურ ქუჩებზე სააგიტაციო მასალების განთავსების აკრძალვას. იმოქმედებს შესაბამისი სანქცია ჯარიმის სახით, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.“ - განაცხადა საკრებულოს თავჯომარე ლევან ონიანმა.