გიორგი ბეგაძის შეხვედრა

2018-07-16 20:59:01

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი ბეგაძე აცხადებს რომ - "შევხვდი ენერგოპროს გენერალურ დირექტორს მიხეილ ბოცვაძეს, გენერალური დირექტორის მოადგილეს გივი ჯღარკავას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მოადგილე რევაზ არველაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე. შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღავანელებმა დეტალურად განმარტეს ქ.რუსთავში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები.

ძირითადი მიზეზი სარეზერვო კვების არარსებობაა, რაც ავარიული თუ გეგმიური საექსპლუატაციო სამუშაოების დროს ქალაქის ელ მომარაგების გარეშე დატოვებას იწვევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც მნიშვნელობით, ასევე მასშტაბით, ნომერ პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება გახლავთ 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "მარაბდა–2"–ის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. აღნიშნული ხაზი ქალაქის კვანძს დამატებითი ელ.ენერგიით მოამარაგებს და სრულად უზრუნველყოფს მას ალტერნატიული კვებით. შესაბამისად, მკვეთრად გაუმჯობესდება ელ.მომარაგების ხარისხი.

გეგმიური სამუშაოების შეთანხმებასთან დაკავშირებით, კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასეთი დაგეგმარება, გამონაკლისების გარეშე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება.

კომპანიის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, რომ კომპანია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება გეგმიური სარეაბილტიაციო სამუშაოების შესრულებას, რათა მინიმუმამდე დავიდეს მოსახლეობის უკმაყოფილება."