"საზაფხულო სკოლა" ცენტრალურ პაკში
2018-07-12 22:49:30
სიაში

ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით კულტურისა და დასვენების პარკში საზაფხულო სკოლა მოეწყობა.  3 დღის განმავლობაში რუსთაველებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ ქიმიურ ექსპერიმენტებში, ისწავლონ სხვადასხვა გამოუსადეგარი ძველი ნივთების გაახლება, დააკვირდნენ სხვადასხვა ცნობილი რესტორნების შეფმზარეულებს და მათგან ისწავლონ გემრიელი კერძების მომზადება. განტვირთვისთვის კი ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე უყურონ ფილმს, დაესწრონ ადგილობრივი ჯგუფის „Uprising” კონცერტს და დააგემოვნონ უგემრიელესი შოკოლადები.

13 ივლისი

18:00 - სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები ისაუბრებენ საკუთარი პროფესიის შესახებ - ანატოლი ბოისა (კალათბურთელი), ირაკლი  ჩხიკვაძე (მსახიობი)
19:00 - ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიტანოს ძველი ნივთი, რომლისგანაც შექმნიან ახალ განსხვავბულ საგნებს, ისწავლიან თუ როგორ შეიძლება გამოუყენებელი ნივთს შესძინონ ახალი განსხვავებული სიცოცხლე

21:00 - მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე

14 ივლისი

18:00 - პროფესიები - კახა კობერიძე (ქვ.ქართლის გუბერნატორის მოადგილე), პაპუნა ბახტაძე (ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი)

19:30 - ექსპერიმენტორიუმი - სახალისო მეცნიერება როგორც პატარებისთვის ასევე დიდებისთვის. მოწვეული ქიმიკოსები ჩაატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტებს თქვენთან ერთად.

15 ივლისი

18:00 - შოკოლადის ფესტივალი, კულინარიის შეჯიბრი. რუსთავში არსებული რამდენიმე რესტორანი შეეჯიბრება ერთმანეთს, შეფმზარეულები მოამზადებენ სხვადასხვა კერძებს და გამოვლინდება გამარჯვებული

20:00 - კონცერტი-ჯგუფი Uprising

ყველა აქტივობა ჩატარდება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე