ერთმანეთს სატვირთო და მოტოციკლი დაეჯახა [video]
2018-07-12 19:34:04
სიაში

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაშავდა. ნახეთ ვიდეო.

მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 36 წლის მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო სამედიცონო მომსახურება უტარდება.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.