რას აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში
2018-07-12 17:36:44
სიაში

რუსთავში, კონკრეტულად კი კოსტავას გამზირზე დილიდან ხეების გადაბელვის სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეზონის ამ დროს ხეების გადაბელვა არ შეიძლება.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის რუსთავსერვის ცენტრს დაუკავშირდა.

"ეს არ არის გადაბელვა. ზედმეტი გამონაყარი ტოტებისგან ვათავისუფლებთ ხეებს, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები, რაც შეეხება პერიოდს, რა თქმა უნდა შესაძლებელია ამ პერიოდშიც ხეების გასუფთავება, ამ ყველაფერს ჩვენ სისტემატიურად ვაკეთებთ"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ