საშინელი ავარია ავტობანზე [video]

2018-06-26 02:44:28

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ნახეთ ვიდეო.

ერთმანეთს "აუდი"-ს, "ტოიოტა"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. არსებული ინფორმაციით "აუდი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა რა დროსაც "ჯერ "მერსედესი"-ს ხოლო შემდეგ "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და რამდენიმე მეტრი სახურავზე გასრიალდა. ადგილზე მობილილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. "აუდი"-ს მარკის ავტომობილს 49 წლის მამაკაცი მართავდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილში კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.