თბილისიდან რუსთავში მგზავრებს დაბრუნება უჭირთ.
"ინფო რუსთავს" რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ აცნობა. "უკვე 2 საათია თბილისში ქავთარაძეს ქუჩაზე ვდგავარ და რუსთავის მარშუტკას ველოდები. ამბობენ მძღოლები გაიფიცნენო" - აცხადებს ერთერთი მგზავრი.
კომპანია ინტერტრანსში აცხადებენ რომ - "ტექნიკური სამუშაოების გამო გაზრდილია მიკროავტობუსების ინტერვალი. მგზავრთა გადაყვანა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს".