რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-06-23 23:47:39

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - " რუსთავში, სანაპიროს და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე, ტექნიკური სამუშაოების მიზნით, 23/06-ის 23:55-დან 24/06-ის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: დადიანის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ღლონტის, ქუჩიშვილის, ტურგენევის, ტაბიძის, წულუკიძის, ორბელიანის, ერისთავის, ჭონქაძის, პუშკინის და სანაპიროს ქუჩებს.